www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / განცხადების ვადა: 5 აგვისტო

სს "თიბისი დაზღვევა" სთავაზობს დაზღვევის ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული სეგმენტის მომხმარებელს.

თიბისი დაზღვევის მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

ბრენდ მენეჯერი მონაწილეობას მიიღებს "თიბისი დაზღვევის" ბრენდის შექმნასა და ბაზარზე დამკვიდრებაში. მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია იქნება "თიბისი დაზღვევის" პროდუქტებისთვის მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული

ჩვენთან დასაქმების შემთხევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგული სტრატეგიის ფარგლებში "თიბისი დაზღვევის" პროდუქტების შეფუთვა, სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
** გაყიდვებისა და პროდუქტების დეპარტამენტებთან ერთობლივი მუშაობა შეთავაზებების შექმნაზე;
** თიბისი დაზღვევის პროდუქტებისთვის value added სერვისების და პარტნიორების დამატება;
** სარეკლამო არხების განსაზღვრა და ათვისება;
** მარკეტინგული კამპანიებისა და აქციების ბიუჯეტირება;
** სარეკლამო სააგენტოებთან ურთიერთობა;
** სარეკლამო კამპანიების ფარგლებში პიარ აქტივობების დაგეგმვა;
** სხვადასხვა მარკეტინგული პროექტების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** გამართული წერის უნარები (copyrighting skills)
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2019 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ბრენდ მენეჯერი".

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |