www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი სათამაშოების მოწოდებაზე საბავშვო ბაღისთვის
მომწოდებელი: ქეა
თანდართული ფაილი: 26166_care_rfq_toys_5215836.zip
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / განცხადების ვადა: 24 ივლისი

"ქეა ავსტრია", პარტნიორებთან - "მერსი ქორი" და "PIN"-ი - ერთად, ახორციელებს პროექტს "სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში", რომლის მიზანია წვლილი შეიტანოს სოფლად სიღარიბის შემცირებაში, დასაქმების და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში. სოფლის განვითარებისთვის თანამონაწილეობითი და თანამშრომლობითი მოდელის გაძლიერებით, რომელიც ითვალისწინებს ევროპულ გამოცდილებას, პროექტი ხელს შეუწყობს სოფლად არასაფერმერო წარმოების გაფართოვებას ისევე როგორც სასოფლო-სამეურნეო სექტორის მოდერნიზაციას, რათა გაიზარდოს სოფლად შემოსავლის მიღების შესაძლებლობები.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა საგრანტო კონკურსი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, რომლის გამარჯვებულ აპლიკანტებსაც დაუფინანსდებათ პროექტები.

"ქეა ავსტრია" აცხადებს ტენდერს საბავშვო ბაღისთვის სათამაშოების მოწოდებაზე.

სათამაშოების ჩამონათვალი და აღწერა იხილეთ თანდართულ ფაილში - "სათამაშოების ტექნიკური დახასიათება".

წარმოდგენილი წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

** სათამაშოების ფასი
** ანგარიშსწორების და მოწოდების პირობები და ვადები
** ორგანიზაციის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია
** კვოტირების შევსებული და ხელმოწერილი ფორმა.

სათამაშოების რაოდენობები შეთანხმდება გამარჯვებულ მომწოდებელთან. თუ მომწოდებელს არ აქვს ყველა დასახელებული სათამაშო, შესაძლებელია შემოთავაზებული იყოს ნაწილის მოწოდებაც.

სათამაშოები დამზადებული უნდა იყოს არატოქსიკური მასალისაგან, არ უნდა გამოყოფდნენ მავნე ნივთიერებებს.

ასევე, მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის მოწმობა. წარმოდგენილი წინადადება უნდა შეიცავდეს საკონტაქტო ინფორმაციას და დადასტურებული უნდა იყოს წარმომადგენლის ხელმოწერით (და თუ შესაძლებელია, შესაბამისი ბეჭდით).

გაითვალისწინეთ, რომ პროექტი "სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში" გათავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისგან (დამატებითი ღირებულების გადასახადი), ამიტომ ფასი უნდა იყოს მოცემული დღგ-ს გარეშე.

"ქეა ავსტრია" არ ანაზღაურებს ტენდერში მონაწილეობისათვის დოკუმენტების მომზადებისთვის გაწეულ ხარჯებს.

გთხოვთ, შეავსოთ თანდართული ფასების კვოტირების ფორმა და წინადადება გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Nino.Uglava@care.org და Temuri.Kurtanidze@care.org

წერილის სათაურში მიუთითეთ " ტენდერი - საბავშვო ბაღის სათამაშოები"

წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 24 ივლისი, 18:00 (საქართველოს დროით).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |