www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: კრედიტსერვისი+
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / განცხადების ვადა: 10 აგვისტო

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედიტსერვისი +" 1999 წლიდან ფუნქციონირებს და მოიცავს საქართველოს 21 რეგიონში წარმოდგენილ 32 ფილიალს. კომპანია აცხადებს ვაკანსიას ღამის ან სადღეღამისო მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე შემდეგ ქალაქებში: ქ. თბილისი, ქ.ბათუმი, ქ.ქუთაისი.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის სწრაფი ეფექტური თავაზიანი მომსახურება;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება
** ოქროს მიღება
** სავალუტო ოპერაციები
** ფულადი გზავნილების მიღება/გაცემა

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** მომხმარებლის მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურება);
** ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი;
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა, კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ, ემოციური წონასწორობა;
** ლოგიკური აზროვნება.

ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@creditservice.ge და სათაურის (გრაფაში "subject") ველში მიუთითოთ ის თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |