www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: Würth
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / განცხადების ვადა: 10 აგვისტო

გერმანულ კომპანიას "Würth" ესაჭიროება 35 წლამდე მამაკაცები, სამონტაჟო ხელსაწყოების და ავტომობილების აქსესუარების გაყიდვების აგენტის თანამდებობაზე, თბილისში და ბათუმში.

მოთხოვნები:

** ავტომობილის მართვის მოწმობა;
** კომუნიკაბელურობა, მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარების უნარი;
** სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 2 წლისა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** რეკომენდაცია წინა სამსახურიდან.

სასურველია:

** ტექნიკური განათლება;
** გერმანული ან ინგლისური ენის ცოდნა.

მოვალეობები:

** ორიენტირებული იყოს გაყიდვების ზრდაზე;
** მოიძიოს ახალი კლიენტები;
** დაეხმაროს მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღებაში;
** მოამარაგოს მომხმარებელი "Würth"-ის პროდუქციით.

კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად:

** ანკეტების/რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება;
** წინა საგამოცდო ტრეინინგის შემდგომი ტესტირება.

წარმატებულად გავლის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებს გაუფორმდებათ 2 თვიანი ხელშეკრულება საგამოცდო პერიოდით. საგამოცდო პერიოდში ხელფასი იქნება ფიქსირებული 500 ლარი და 3% გაყიდული საქონლის ღირებულებიდან. საგამოცდო პერიოდის შემდეგ ხელფასი განისაზღვრება რეალიზებული პროდუქციის შესაბამისად.

სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-დან 18:00 საათამდე.
დასვენების დღე: შაბათ-კვირა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV ფოტოსურათთან ერთად გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ-მისამართზე: info@wurth.com.ge ან მოგვაწოდეთ მისამართზე: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, უმაშევის 1.

ტელ: 224 3630.

CV ფოტო სურათის გარეშე არ განიხილება!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |