www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯ.ბ. აუდიტი
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / განცხადების ვადა: 10 აგვისტო

შპს "ჯ. ბ. აუდიტი" წარმოადგენს ერთ-ერთი წამყვან აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც 2004 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ადგილობრივ ბაზარზე. 2014 წლიდან კომპანია არის საერთაშორისო ჯგუფ Leading Edge Alliance/LEA Global-ის წევრი.

კომპანია "ჯ.ბ. აუდიტი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება შეთანხმებით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სქესი: მდედრობითი;

ძირითადი მოვალეობები:

** საოფისე საქმიანობის ადმინისტრირება;
** საოფისე მარაგების მართვა;
** საქმიანი კორესპონდენციის წარმოება (ფოსტის მიღება-გაგზავნა);
** სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმართა მიღება და ღონისძიებების ორგანიზება;
** საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, შეხვედრების დაგეგმვა;
** კომპანიის სარეკლამო ინფორმაციის მომზადება/გამოქვეყნება;
** ვებ-ადმინისტრირება;

პიროვნული თვისებები:

** დაძაბულ რეჟიმში მუშაობისა და დროის მართვის უნარ-ჩვევები
** დახვეწილი მეტყველება
** კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ენერგიულობა

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@jbauditi.ge და წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ოფის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |