www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საფინანსო ანალიზის ექსპერტი
მომწოდებელი: ვითიბი ბანკი
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / განცხადების ვადა: 28 ივლისი

სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საფინანსო ანალიზის ექსპერტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** კაპიტალის ადეკვატურობის შესახებ საპროგნოზო ანგარიშების მომზადება
** ბანკის ადმინისტრაციულ-სამეურნეო ხარჯების ალოკაციის პროცესში და ალოკაციის დრაივერების დამუშავებაში მონაწილეობის მიღება
** ბანკის ბიზნეს-გეგმის და ბიუჯეტის შედგენის პროცესში მონაწილეობის მიღება
** ინფორმაციის დამუშავება და ყოველთვიური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ეკონომიკური განათლება
** საბანკო-საფინანსო სექტორში არანაკლებ სამწლიანი მუშაობის გამოცდილება
** საბანკო საქმიანობის ყველა ასპექტის საფუძვლიანი ცოდნა
** ბანკის სტანდარტების, წესების, პოლიტიკის, ინსტრუქციების და სხვა შიდა ნორმატიული დოკუმენტების საფუძვლიანი ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნებისა და ფინანსური ანალიზი უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** მკაცრად განსაზღვრულ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
** დეტალებზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელური

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ 2019 წლის 28 ივლისის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა.

CV-ის გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |