www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი - რეზერვი
მომწოდებელი: სავალდებულო დაზღვევის ცენტრი
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / განცხადების ვადა: 24 ივლისი

ააიპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის (რეზერვი) პოზიციაზე.

ააიპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრი ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხიმგებლობის სავალდებულო დაზღვევის უზრუნველყოფას - http://www.tpl.ge

რეზერვის ქოლ-ცენტრის ოპერატორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სავალდებულო დაზღვევის პოლისით მოსარგებლეთათვის მომსახურების მიღების შესახებ პირველადი კონსულტაციის გაწევა, სავალდებულო მოქმედების სქემის დეტალური ახსნა;
** არასიცოცხლის ზარალების შესახებ სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით ინფორმაციის მიღება და მიღებული ინფორმაციისა და მონაცემების პროგრამულ სისტემაში აღრიცხვა, შესაბამის განყოფილებებთან ინფორმაციის მიმოცვლა და დამდგარი შემთხვევის პროცესის დასრულების შემდეგი მონიტორინგი;
** ცენტრში არსებული სატელეფონო მომსახურების სტანდარტის დაცვა და უზრუნველყოფა;
** შემოსული ზარების გადამისამართება თანამშრომლებზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
** კლიენტთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარების უნარი;
** გამართული მეტყველება;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@tpl.ge და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 24 ივლისი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |