www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ასისტენტ-მასწავლებელი
მომწოდებელი: თანამედროვე განათლების აკადემია
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / განცხადების ვადა: 11 აგვისტო

"თანამედროვე განათლების აკადემია" აცხადებს ვაკანსიას ასისტენტ მასწავლებლის პოზიციაზე.

აღნიშნული პოზიცია არის ნახევარ-განაკვეთიანი და იწყება 2019 წლის 15 სექტემბრიდან.
კლასი: I - VI
სკოლის ტიპი: კერძო

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში;
** ასისტენტად/ მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება;
** კლასის მართვისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური/რუსული ენის ცოდნა სასურველია;

სამუშაოს აღწერა:

** შექმნას პოზიტიური სასწავლო გარემო; მოსწავლეებთან დაამყაროს თბილი და მზრუნველი ურთიერთობები;
** გაუწიოს მეთვალყურეობა, მოსწავლემ დამოუკიდებლად და ხარისხიანად შეასრულოს საშინაო დავალება;
** ხელი შეუწყოს მოსწავლეთა ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებას, მოზარდის ცოდნის დონის ამაღლებას.
** უზრუნველყოს მუდმივი კომუნიკაცია და უკუკავშირი კლასის დამრიგებელთან.
** დროულად აცნობოს მშობელს მისი შვილის სწავლა-აღზრდასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შესახებ;
** ყურადღება მიაქციოს მოსწავლეების მიერ სასკოლო ინვენტარისა და ტექნიკური საშუალებების, სახელმძღვანელოებისა და წიგნადი ფონდის გამოყენებას;
** უზრუნველყოს საკლასო ოთახში დისციპლინა და იზრუნოს მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე;
** საჭიროების შემთხვევაში კლასის და სკოლის გარეთ აქტივობების ფარგლებში თან ახლდეს მოსწავლეებს და გაუწიოს ზედამხედველობა.
** კომპეტენციის ფარგლებში შეასრულოს დირექტორისა და სასწავლო პროცესის მენეჯერის სხვა დავალებები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე info@cea.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ "ასისტენტ მასწავლებელი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |