www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი ASP.NET ვებ-დეველოპერი
მომწოდებელი: სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / განცხადების ვადა: 25 ივლისი

სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო" 2004 წლის 4 ნოემბერს ჩამოყალიბდა. ექსპერტიზის ბიურო წარმოადგენს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მისი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული დებულებით და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.

ბიუროს მომსახურებით სარგებლობენ, როგორც სახელმწიფო და საბიუჯეტო ორგანიზაციები, ასევე კერძო სტრუქტურები, კომერციული და არაკომერციული დაწესებულებები და სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირები.

ბიუროში მოქმედებს საექსპერტო მომსახურების ფიქსირებული გადასახადი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.

პოზიციის დასახელება: საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ექსპერტიზის უფროსი ASP.NET ვებ-დეველოპერი
თანამდებობრივი სარგო: 3000 ლარიდან 3500 ლარამდე
განცხადების ვადა: 14 დღე
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ფუნქციები:

** პროგრამული უზრუნველყოფის მოდულებისა და სისტემების შექმნა და დანერგვა;
** ახალი ტიპის ელექტრონული სერვისების დანერგვა;
** ბიუროში გამოყენებული ტექნოლოგიებისა და ინფორმაციული სისტემებისათვის დოკუმენტაციის შექმნა და წარმოება;
** შესრულებული სამუშაოების აღწერა და დოკუმენტირება;
** არსებული პროგრამული კოდის რევიზია და ოპტიმიზაცია;
** რეალიზებული პროგრამული კოდის ხარისხის შემოწმება;
** საინფორმაციო სისტემების პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და მოდერნიზაცია;
** მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება;
** პროგრამულ უზრუნველყოფაში ინციდენტების აღმოჩენის შემთხვევაში მხარდაჭერის განხორციელება;
** პროგრამული უზრუნველყოფის პროექტების დაგეგმარება, რესურსების გადანაწილება;
** ბიზნეს ამოცანის საფუძველზე ტექნიკური არქიტექტურის და საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური დავალების შემუშავება;
** საინფორმაციო სისტემების მონიტორინგი მდგრადობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით;
** დავალებების შესრულების კონტროლი;
** ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში, გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება;

მოთხოვნები:

** მინიმალური განათლება
** უმაღლესი განათლება
** სამუშაო გამოცდილება
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
** პროფესია
** ინფორმატიკოსი

დამატებითი მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** .NET Framework-ის და C#-ის კარგი ცოდნა (ASP.NET, ADO.NET სავალდებულოა)
** ASP.NET-ის და AJAX-ის კარგი ცოდნა (JQUERY-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** HTML-ის, CSS-ის და JavaScript-ის კარგი ცოდნა
** MS SQL Server-ის კარგი ცოდნა და MS SQL Server აპლიკაციების შექმნის გამოცდილება
** MS Visual Studio ცოდნა;
** IIS ცოდნა;
** Microsoft Silverlight-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** Web Frameworks-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** Windows Communication Foundation-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** Microsoft-ის პროდუქციებთან მუშაობის გამოცდილება
** ნებისმიერი პროფესიული სერთიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად

უნარები:

** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე ენაზე საუბრის შესაძლებლობა;
** ბიზნესის მიზნების ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

კონკურსის ეტაპები:

** განცხადების გადარჩევა
** გასაუბრება

საკონტაქტო პირი: ანა ივანიშვილი - aivanishvili@expertiza.gov.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |