www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რისკების ანალიტიკოსი
მომწოდებელი: თიბისი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 7 აგვისტო / განცხადების ვადა: 6 სექტემბერი

სს "თიბისი ლიზინგი" უმსხვილესი სალიზინგო კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაფუძნებულია სს "თიბისი ბანკის" მიერ. კომპანია დღეისათვის ლიდერია ლიზინგის ბაზარზე 70%-იანი წილით. ჩვენი კლიენტები არიან: სამედიცინო, პოლიგრაფიული, სატრანსპორტო კომპანიები, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის, მომსახურებისა და ვაჭრობის, აგრეთვე სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში მომუშავე კომპანიები მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ პირობებს სწრაფ ავტო-ლიზინგზე: ახალი და მეორადი ავტომობილების დაფინანსება - როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვისაა განკუთვნილი.

სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას რისკების ანალიტიკოსის პოზიციაზე:

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;
** თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სალიზინგო პორტფელის ხარისხობრივი ანალიზი;
** ბიუჯეტირებაში მონაწილეობის მიღება რისკიანობის დაგეგმვის მიმართულებით;
** სალიზინგო მოდელებისა და მეთოდოლოგიების განვითარება;
** პოტილიტიკებისა და პროცედურების ანალიზი და გაუმჯობესება;
** "თიბისი ბანკთან" და სხვა ანგარიშვალდებულ ინსტიტუტებთან ურთიერთობა;
** სალიზინგო პროექტების ანალიზი და განხილვა;
** სალიზინგო კომიტეტში მონაწილეობა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
** აქტივებისა და ვალდებულებების მართვის კომიტეტში მონაწილეობა;
** საოპერაციო კომიტეტში მონაწილეობა;
** ლიზინგის საგნებისა და პრობლემური აქტივების მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან რისკების მართვის მიმართულებით (სასურველია MBA, ასევე, სერტიფიცირება რისკების მართვის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ფინანსურ ინსტიტუტში საკრედიტო ან პორტფოლიო რისკებში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@tbcleasing.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |