www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: PR მენეჯერი
მომწოდებელი: დელუქს დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 7 აგვისტო / განცხადების ვადა: 6 სექტემბერი

კომპანია "დელუქს დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას PR მენეჯერის პოზიციაზე.

** კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიზნობრივად გამოყენება;
** კომპანიის PR კამპანიის დაგეგმვა და ორგანიზება;
** კომპანიის მისიის და სტრატეგიული ხედვის ფარგლებში პრ მიმართულების მიზნების განსაზღვრა, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება დასახული მიზნების მისაღწევად მარკეტინგის გუნდთან ერთად;
** კომპანიის მთავარი ბრენდის მიზნობრივი საიმიჯო პარამეტრების გათვალისწინებით შესაფერისი საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ხელშეწყობა;
** საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გასული ინფორმაციის მონიტორინგი;
** ასევე კომპანიის შესახებ მედიით გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგი;
** კომპანიის საიმიჯო/სარეკლამო საშუალებების შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** პრეს-რელიზების მომზადება;
** კომპანიის საქმიანობის შესახებ ბუკლეტებისა და ბროშურების ტექსტების მომზადება;
** PR პროექტების, ღონისძიებების, კამპანიების დაგეგმვა/ორგანიზება, ბიუჯეტირება და მონიტორინგი;
** ინფორმაციის ეფექტურად გავრცელებისათვის სოციალური მედიის გამოყენება;
** მედია მონიტორინგის და მედია საშუალებებთან ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბება გრძელვადიანი ურთიერთობების პრინციპებზე დაყრდნობით;
** კომპანიის პროდუქტებისადმი მომხმარებლის ლოიალობის შემდგომი ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა;
** კომპანიის საქმიანობაში არსებული სიახლეების შესახებ საზოგადოების ოპერატიული ინფორმირება მრავალფეროვანი საინფორმაციო არხებით.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მედიის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის, ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში;
** PR ღონისძიებების, პრეზენტაციების და კონფერენციების ორგანიზების გამოცდილება;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარები;
** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის მაღალი დონის უნარ-ჩვევები;
** თემატურ საკითხებზე ჩამოყალიბებული აზრის წერილობით გადმოცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

სამუშაო გრაფიკი: სრული

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: HR@delux.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "PR მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |