www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასტუმროს მასპინძელი
მომწოდებელი: სასტუმრო La Maison
გამოქვეყნდა: 7 აგვისტო / განცხადების ვადა: 6 სექტემბერი

სასტუმრო "La Maison" მესტიაში აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მასპინძლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება
** გახსნილი, გულწრფელი, ნდობით აღსავსე და მზრუნველი ურთიერთობების დამყარება
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება
** სასტუმროს დალაგება და დასუფთავება

ძირითადი მოთხოვნები:

** სქესი: მდედრობითი;
** ასაკი: 18-დან 35 წლამდე;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** აუცილებელია ინგლისურ ენაზე გამართულად საუბარი
** საოფისე პროგრამების ცოდნა; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება Excel-ის ცოდნას)
** სასტუმროსთან დაკავშირებული სხვა კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (Booking.com).

პიროვნული თვისებები:

** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა
** პრეზენტაბელური გარეგნობა
** მომსახურების უმაღლესი სტანდარტების ზედმიწევნითი ცოდნა
** მომხმარებლისადმი გულისხმიერი და თავაზიანი მიდგომა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

სასტუმროს ადგილმდებარეობა: ქ. მესტია, სეტის მოედანი N17.
ანაზღაურება: 700 ლარი, დამატებით სასტუმროში განთავსების უზრუნველყოფით.
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: mestialamaison@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |