www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: თბილისი-ენერჯი
გამოქვეყნდა: 7 აგვისტო / განცხადების ვადა: 31 აგვისტო

შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნესცენტრის ზეინკლის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან/და უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გაზმომარაგების სისტემების მარეგულირებელი სტანდარტები, ტექნიკური რეგლამენტების, სამშენებლო ნორმები და წესების ;
** გაზის სისტემების უსაფრთხოების წესები; სახანძრო უსაფრთხოება;
** გაზის მეურნეობის ექსპლუატაციის სფეროში გამოცდილების ქონა ჩაითვლება უპირატესობად

უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შედეგზე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის, სტრესულ და საგანგებო სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** ქართულად გამართულად წერისა და მეტყველების უნარები;

ძირითადი მოვალეობები:

** ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე გაზის დანადგარების თვითნებურად მიერთების (დაყენების) ან მათი გადაადგილების ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება.
** გაზის დანადგარების უსაფრთხო გამოყენების შესახებ აბონენტებისათვის ინსტრუქტაჟის ჩატარება;
** გაზმომარაგების ქსელებსა და მოწყობილობებში გაზის არსებული გაჟონვის შემთხვევების დროული განსაზღვრა და მათ აღმოსაფხვრელად სათანადო ზომების მიღება;
** ტექნიკური ნორმების დაცვით დამონტაჟებული ახალი მრიცხველების მიღება ექსპლუატაციაში;
** სამოქმედო არეალში არსებული გაზის ონკანების შეპოხვა და დაზიანებული ონკანების ახლით შეცვლა;
** ავარიულ გამოძახებებზე შესაბამისი რეაგირება;

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა
** ტესტირება
** გასაუბრება
** სტაჟირება-სწავლება

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** მეგობრულ გუნდთან მუშაობას
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** სამუშაო განრიგი: 09:00-18:00 საათამდე
** ანაზღაურება შეთანხმებით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ- ფოსტაზე: vacancies@te.ge (ელ - ფოსტის "subject" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

რეზიუმეს შემოტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 31 აგვისტო.

კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდით https://www.te.ge

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |