www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი მდგრ. განვითარების მიზნების ბიზნესფორუმის მოწყობაზე
მომწოდებელი: სიდა
თანდართული ფაილი: 30136_cida_tender_5876622.zip
გამოქვეყნდა: 7 აგვისტო / განცხადების ვადა: 25 აგვისტო

"სიდა" აცხადებს ტენდერს მდგრადი განვითარების მიზნების ბიზნესფორუმის მოწყობაზე.

პროექტის მიზანი

პროექტის მიზანს წარმოადგენს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში ბიზნესის როლის წარმოჩენა ფორუმის / გამოფენის სახით, რითაც წარმოჩინდება მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესკომპანიების გამოცდილება.

ტექნიკური დავალება

კანდიდატი ორგანიზაცია უზრუნველყოფს SDG გამოფენისთვის შემდეგი მომსახურების გაწევას:

** გამოფენის ტექნიკური ორგანიზება
** გამოფენაში ბიზნესების ჩართულობა
** პროექტის პრომოუშენი

ტენდერში მონაწილეობის პირობები

ტენდერში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს საქართველოში მოქმედ ნებისმიერ კომერციულ ან არაკომერციულ იურიდიულ პირს, რისთვისაც მათ მოცემულ ვადებში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

1. ტექნიკური წინადადება:

** ღონისძიების სავარაუდო დღის წესრიგი
** ღონისძიების ზოგადი კონცეფცია
** ღონისძიების ვიზუალური კონცეფცია
** ინფორმაცია ორგანიზაციის შესაბამისი გამოცდილების შესახებ
** პროექტში ჩართული თანამშრომლების ავტობიოგრაფიები

2. ფინანსური წინადადება: პროექტის ხარჯთაღრიცხვა

სრული ინფორმაცია გთხოვთ, იხილოთ თანდართულ დოკუმენტში.

განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 25 აგვისტო, 2019 წელი.

განცხადებები მიიღება ელ. ფოსტაზე: procurement@cida.ge, სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს: "Business for SDGs Forum 2019".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |