www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: DentaShop
გამოქვეყნდა: 7 აგვისტო / განცხადების ვადა: 6 სექტემბერი

შპს "DentaShop" აცხადებს ვაკანსიას კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

შპს "დენტაშოპი" ახორციელებს სტომატოლოგიური მასალების დისტრიბუციას და წარმატებით მუშაობს B2B სექტორში. ასევე, მუდმივად ტარდება სასწავლო კონფერენციები და ლექციები სტომატოლოგებისთვის.

ჩვენ გეძებთ თქვენ!

** ადამიანს, რომელიც არის მოტივირებული საკუთარი უნარების განვითარებაზე
** ადამიანს, რომელსაც უნდა სწავლა გაყიდვების, მარკეტინგის, ივენთ მენეჯმენტის და სხვა მომიჯნავე სფეროებში
** ადამიანს, რომელიც პასუხისმგებელია თავის გეგმებზე, იდეებზე და საქმიანობის დროულად შესრულებაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, გაყიდვების ან მარკეტინგის მიმართულებით
** ასაკი: 20-40 წ.
** გაყიდვების სფეროში სასურველია მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, PowerPoint)
** აუცილებელია ერთი რომელიმე ენის: ინგლისური და/ან რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (თავისუფალი საუბარი და წერა - C1 ან C2).

ძირითადი მოვალეობები:

** ექიმებთან და კომპანია-პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოება და მათთან გრძელვადიან ურთიერთობაზე ზრუნვა
** პოტენციურ მომხმარებელთა მოძიება
** პროდუქტების და მომსახურების ოპტიმალური პაკეტის შექმნა და მისი კლიენტებისთვის სწორად მიწოდების დაგეგმვა
** კლიენტების ბაზის შედგენა/მონიტორინგი
** მომხმარებლის მოთხოვნების და ბიზნეს გარემოს ანალიზი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 18:00-მდე.
** წლის განმავლობაში მოკლევადიანი საქმიანი და ტრენინგ მივლინებები.
** ანაზღაურება: ფიქსირებული პლუს ბონუსი. ფიქსირებული ხელფასი დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@dentashop.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "მენეჯერი".

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |