www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: დელუქს დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 7 აგვისტო / განცხადების ვადა: 6 სექტემბერი

კომპანია "დელუქს დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური მედიისთვის ვიზუალური მასალის შექმნა;
** სარეკლამო პოლიგრაფიული მასალების (ბუკლეტის, პოსტერის, ფლაერების, ბარათების და ა.შ.) დიზაინის შემუშავება;
** დიზაინის მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად ბეჭდვისთვის აუცილებელი მოთხოვნების განსაზღვრა;
** სამშენებლო კამპანიის ვიზუალის კონცეფციის მოფიქრება, შემუშავება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია გრაფიკული დიზაინის მიმართულებით;
** სხვადასხვა ტიპის ბანერის, გრაფიკული ვიზუალის, ანიმაციური (GIF) ფაილის შექმნა GIF
** HTML5 / CSS3 / JAVASCRIPT ბანერების დამზადება;
** პროგრამების: Adobe Indesign/Adobe Photoshop/Adobe Illustrator მაღალ დონეზე ცოდნა;
** After Effect ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით;
** შრიფტებზე მუშაობის გამოცდილება სასურველია.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კრეატიულობა და ინოვაციურობა;
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ჰქონდეს განვითარების დიდი სურვილი;
** ორგანიზებულობა, დროის სწორად მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: HR@delux.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გრაფიკული დიზაინერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |