www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომსახურების ოფიცერი
მომწოდებელი: ევროკრედიტი
გამოქვეყნდა: 7 აგვისტო / განცხადების ვადა: 6 სექტემბერი

სს "მისო ევრო კრედიტი" არის ევროპული კაპიტალით დაფუძნებული ერთ-ერთი წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქართველოს ბაზარზე. ამჟამად კომპანია წარმოგიდგენთ ავტომობილით უზრუნველყოფილ სესხებს კონკურენტული პირობებით.

"მისო ევრო კრედიტი" მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე ტიპის მენეჯმენტით და ორიენტირებულია თანამშრომელთა კარიერულ ზრდასა და განვითარებაზე, ქმნის სასიამოვნო სამუშაო გარემოს და უზრუნველყოფს დამატებითი ბენეფიტებით.

მიკროსაფინანსო კომპანია სს "მისო ევრო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და მომსახურების დეპარტამენტში მომსახურების ოფიცრის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: რუსთავი; ქუთაისი.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება და პროდუქტის შეთავაზება;
** საკრედიტო განაცხადის მიღება/ანალიზი/დამუშვება;
** სესხის რეგისტრაცია შესაბამის პროგრამაში;
** სესხის გაცემისათვის შესაბამისი პროცედურის უზრუნველყოფა;
** პორტფელის მართვა/მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების განხრით.
** საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

დამატებითი უნარები:

** ორგანიზებული;
** ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: hr@eurocredit.ge; გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის და ქალაქის დასახელება განცხადების მიღების ბოლო ვადააა 2019 წლის 6 სექტემბერი.

შემდეგი ეტაპისთვის კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს
კომპანია მადლობა გიხდით დაინტერესეისათვის და გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |