www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აღმასრულებელი დირექტორი
მომწოდებელი: ჰეფი თრეველ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 7 აგვისტო / განცხადების ვადა: 6 სექტემბერი

ტურისტული სააგენტო "Happy Travel Georgia" აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ზოგადი მართვა;
** სტრატეგიული გეგმების შემუშავება;
** მარკეტინგული და სოციალური მედიის აქტივობების დაგეგმა, ანალიზი და კონტროლი;
** თანამშრომლებისთვის დავალებათა დელეგირება და ყოველდღიური საქმიანობის გაკონტროლება;
** ავიაბილეთების, ტურისტული პაკეტების და საგზურების რეალიზების ორგანიზება, გეგმის შესრულება;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებთან კომუნიკაცია და არსებულ მომხმარებლებთან მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნება;
** კომპანიის პროდუქციის და მომსახურების კლიენტებისათვის შეთავაზება
** სიახლეების დანერგვა;
** ფინანსური მართვა და კონტროლი;
** პერიოდული რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით.
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** "ამადეუსის" და სხვა ტურისტული პროგრამებში მუშაობის უნარი;
** ფინანსებთან მუშაობის გამოცდილება.
** ტურიზმის სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები: კომუნიკაბელურობა, მომხმარებლების მოზიდვის უნარი, პუნქტუალურობა, ენერგიულობა, ერთდროულად რამდენიმე საქმეზე მუშაობის და სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: info@happytravel.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |