www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება - სერვისის ინჟინერი
მომწოდებელი: Borusan CAT
გამოქვეყნდა: 7 აგვისტო / განცხადების ვადა: 31 აგვისტო

"ბორუსან CAT" საქართველოს წარმომადგენლობა აცხადებს ვაკანსიას სერვისის ინჟინერის (სტაჟიორი) პოზიციაზე.

ხანგრძლივობა: 3 თვიანი (ანაზღაურებადი სტაჟირება)

პოზიციის აღწერა:

სერვისის სტაჟიორი ინჟინერი პასუხისმგებელი იქნება სერვისის ინჟინერის დახმარებაზე რათა დროულად დაგეგმონ ტექნიკის სერვისის მომსახურება მომხმარებლებისათვის, სწორად გადაანაწილონ დავალებები ტექნიკოსებზე და ელექტრიკოსებზე დაგეგმილი სერვის მომსახურებისათვის. სერვისის სტაჟიორი ინჟინერი უზრუნველყოფს მომხმარებლის ინფორმაციისა და შეკვეთების დეტალური სიზუსტით შეყვანას პროგრამაში და თავისი წვლილი შეაქვს სერვისის გაყიდვების ზრდასა და მომსახურების განვითარებაში.

ძირითადი მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ტექნიკური განხრით);
** გამოცდილება გაყიდვების, შეკვეთების, საწყობის მიმართულებით;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგი უნარი;
** მომხმარებლებთან ურთიერთობისა და რეპორტინგის უნარები;
** პრეზენტაციის, მოლაპარაკების და ინტერპერსონალური კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
** დროის მართვის, დაგეგმვის და ორგანიზირების კარგი უნარ-ჩვევები;
** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა, ასევე სასურველია რუსული და თურქული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office, Outlook.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე ელფოსტაზე: vacancybmgcat@borusan.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიცია. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 31 აგვისტომდე.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |