www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საინვესტიციო კომპანიის დირექტორი
მომწოდებელი: სფერო ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 7 აგვისტო / განცხადების ვადა: 6 სექტემბერი

კომპანია "სფერო ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას საინვესტიციო კომპანიის დირექტორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საინვესტიციო ჯგუფის მართვა
** ახალი იდეების სრულყოფილად გაცნობა მმართველთან და მათი განხორციელება
** პრობლემების აღმოჩენა და მათი გადაწყვეტის გზების მოძიება.
** კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება და მათთან გრძელვადიან ურთიერთობაზე ზრუნვა.
** ადგილის განვითარებაზე და გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა.
** კონტროლი და გადამოწმება, რომ ადგილობრივ კანონმდებლობასთან შესაბამისობაშია მოყვანილი მომსახურება
** ინსტრუქციებისა და დებულებების შემუშავება სააღრიცხვო პოლიტიკის სრულყოფის მიზნით;
** სხვადასხვა ფინანსური რეპორტების წარმოება და პრეზენტაცია მმართველ გუნდთან;
** ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენებასა და ხარჯების ოპტიმიზაციაზე ზრუნვა;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებისა და ბიზნესის მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება;
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების უმაღლეს დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** გამოცდილება საინვესტიციო სფეროში;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** გამართულად წერის / მეტყველების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კომუნიკაბელურობა.
** შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
** კრიტიკული აზროვნების უნარი;
** კრეატიულობა

ჩვენ გთავაზობთ გახდეთ მომხმარებელზე, განვითარებაზე და ხარისხზე ორიენტირებული გუნდის წევრი, სადაც მოგეცემათ თქვენი საუკეთესო უნარების გამოყენების, განვითარების და ახალი ცოდნის/გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: info@sferoholding.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - საინვესტიციო კომპანიის დირექტორი, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |