www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროგრამისტი/სტაჟიორი
მომწოდებელი: საათეკი
გამოქვეყნდა: 7 აგვისტო / განცხადების ვადა: 7 სექტემბერი

კომპანია "საათეკი" დაფუძნდა 2003 წელს და წარმოადგენს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კომპანიას, რომელიც მომსახურეობას უწევს არაერთ ქართულ და უცხოურ ორგანიზაციას.

"საათეკი" ეძებს მოტივირებულ და ენერგიულ ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ სურვილი შეისწავლონ პროგრამირება (.NET და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიები).

ამ მიზნით "საათეკში" ვიწყებთ უფასო სტაჟირების პროგრამას შემდეგში დასაქმების პერსპექტივით.

სამუშაო ადგილი: თბილისი

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@saatec.com. გთხოვთ, ელფოსტის საგანში მიუთითოთ - "სტაჟიორი".

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |