www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვისისა და ჯანდაცვის სექტორის უფროსი
მომწოდებელი: თიბისი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 7 აგვისტო / განცხადების ვადა: 6 სექტემბერი

სს "თიბისი ლიზინგი" უმსხვილესი სალიზინგო კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაფუძნებულია სს "თიბისი ბანკის" მიერ. კომპანია დღეისათვის ლიდერია ლიზინგის ბაზარზე 70%-იანი წილით. ჩვენი კლიენტები არიან: სამედიცინო, პოლიგრაფიული, სატრანსპორტო კომპანიები, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის, მომსახურებისა და ვაჭრობის, აგრეთვე სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში მომუშავე კომპანიები მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ პირობებს სწრაფ ავტო-ლიზინგზე: ახალი და მეორადი ავტომობილების დაფინანსება - როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვისაა განკუთვნილი.

სს "თიბისი ლიზინგი" საკრედიტო დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას სერვისისა და ჯანდაცვის სექტორის უფროსის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** კომფორტულ და მეგობრულ სამუშო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;
** თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე;

ძირითადი მოვალეობები:

** საკუთარ გუნდში საქმის ეფექტურად გადანაწილება
** ახალ პროდუქტებზე მუშაობა
** გუნდურ pipeline-ზე ზრუნვა და კონტროლი
** მცირე, საშუალო და კორპორატიული კლიენტების მოზიდვა
** გუნდის წევრების მოტივაცია და შესაბამისი უკუკავშირის მიცემა
** გუნდის წევრებთან მიმდინარე პრობლემურ სიტუაციებზე მუშაობა და ემოციური ბალანსის შექმნა
** გუნდის სალიზინგო პროექტების დამუშავებაში/ანალიზში და კომიტეტზე დამტკიცებაში ჩართულობა (საჭიროების შემთხვევაში პროექტის დამუშავება და დამტკიცება)
** გუნდის საკრედიტო დოკუმენტაციის მართვა
** მომწოდებლებთან ურთიერთობა
** გუნდის ლიზინგის ხელშეკრულებების რესტრუქტურიზაციის და ცვლილებების მართვა, პროცესის მონიტორინგი და რეპორტინგი
** სხვა სახის რეპორტინგი საჭიროების შემთხვევაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
** ფინანსურ სექტორში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ფინანსების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** Microsoft office (Excel, Word)

უნარ-ჩვევები:

** გუნდის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** საქმის ეფექტურად განაწილების უნარი;
** პრიორიტეტების/მიზნების სწორად დასახვის და განსაზღვრის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება (არგუმენტირების, კრიტიკული აზროვნების და ანალიზის უნარი);
** გუნდურობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tbcleasing.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |