www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლაბორატორიის სპეციალისტი
მომწოდებელი: PepsiСo
გამოქვეყნდა: 7 აგვისტო / განცხადების ვადა: 31 აგვისტო

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას.

"PepsiCo" უკვე ზედიზედ მეორე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - "TOP Employer 2019" - ევროპასა და საქართველოში.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს ლაბორატორიის სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა).

რა უნდა გავაკეთო?

** ახორციელებს ნიმუშების აღებას, ამზადებს ნიმუშებს რძეზე და რძის პროდუქტებზე კვლევის საწარმოებლად
** ახორციელებს რძის და რძის პროდუქტების ხარისხის ფიზიკო-ქიმიურ ანალიზს დადგენილი კვლევის მეთოდებისა და ტექნოლოგიურ პროცესებზე არსებული ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად.
** ატყობინებს ხარისხის მართვის მენეჯერს საკონტროლო მაჩვენებლების ნებისმიერ გადახრაზე.
** ახორციელებს აღჭურვილობის გასარეცხი და სადეზინფექციო ხსნარების კონცენტრაციის კონტროლს.
** ამოწმებს სამუშაოდ გასამზადებელი აღჭურვილობის რეცხვის ხარისხს.
** უზრუნველყოფს ლაბორატორიის ჭურჭლის რეცხვას კვლევების ჩატარების შემდგომ და ამზადებს მას მომდევნო სამუშაოსთვის.
** აწარმოებს დეტალურ ლაბორატორიული ჟურნალს და სხვა დოკუმენტებს რძეზე და რძის პროდუქტებზე, და ხსნარებზე ჩატარებული ანალიზების შედეგების დასარეგისტრირებლად.

პოზიცია ითვალისწინებს ცვლის გრაფიკით მუშაობას (დღისა და ღამის ცვლა)

რა უნარები და გამოცდილება მჭირდება?

** პროფესიული/უმაღლესი განათლება (რძის ტექნოლოგიის, კვების პროდუქტების წარმოების მიმართულებით)
** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება იგივე თანამდებობაზე, სასურველია საწარმოში
** სურსათის უვნებლობის AIB, GMP, HACCP, ISO 22 000 FSSC სტანდარტების ცოდნა
** უცხო ენების - რუსულის ან ინგლისური ენის - ცოდნა მინიმუმ საშუალო დონეზე
** გუნდური მუშაობის უნარი
** ყურადღების კონცენტრაციის უნარი.

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 2019 წლის 31 აგვისტომდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |