www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ავტოგრაფი
გამოქვეყნდა: 7 აგვისტო / განცხადების ვადა: 6 სექტემბერი

"ავტოგრაფი - ტორტის ატელიე", საკონდიტრო პროდუქტის მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც აწარმოებს მაღალი ხარისხის, ნატურალური ინგრედიენტებით შედგენელ პროდუქტებს, როგორიცაა: ტორტი, ნაჭრის ნამცხვარი, ორცხობილა და ა.შ.

ავტოგრაფი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება საცალო გაყიდვების მიმართულებით; (სასურველია საკონდიტრო, მარკეტი, საცხობი)
** POS ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება;
** საკასო აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია პროგრამის FINA (ან მსგავსი ERP სისტემის) საფუძვლების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების Word, Excel - ის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
** მათემატიკური გამოთვლების უნარი.
** სასურველია ჰქონდეს გავლილი ტრენინგები - გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის მიმართულებით.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გამართული მეტყველების მანერა;
** პრეზენტაბელური,
** მოწესრიგებული, სასიამოვნო გარეგნობის;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

სამუშაო აღწერილობა, პოზიციის მიზანი:

** პროდუქციის მიღება, დახლებზე განთავსება;
** პროდუქტის მახასიათებლებისა და საფასო სეგმენტების შესწავლა;
** პლიენტებთან ურთიერთობა, სრულფასოვანი მომსახურებისა და კონსულტაციის გაწევა;
** პროდუქტის რეალიზაცია, POS ტერმინალის საშუალებით;
** დღის ბოლოს სალაროს შედარება / გასწორება;
** საერთო სამუშაო ნორმებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა;

შრომითი პირობები:

** ანაზღაურება: დღეში 25 ლარი
** გრაფიკი: სრული, კვირაში 6 დღე.

ჩვენ გთავაზობთ:

** შიდა ტრენინგებსა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო და მშვიდ სამუშაო გარემოს;

თუ დაინტერესდით აღნიშნული ვაკანსიით, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე თანდართული ფოტოთი, მისამართზე: vacancy@myautograph.ge. გთხოვთ წერილის შინაარსის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება: მოლარე-კონსულტანტი.

ჩვენს შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/AutographCakeAtelier/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |