www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი აუდიტორი
მომწოდებელი: გეფა
გამოქვეყნდა: 7 აგვისტო / განცხადების ვადა: 6 სექტემბერი

სს "გეფა" აცხადებს ვაკანსიას უფროსი აუდიტორის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

განსაკუთრებული მინიშნება: სამუშაოს შესრულებისათვის სავალდებულოა მივლინებების განხორციელება რეგიონებში

ძირითადი მოვალეობები:

აუდიტის წლიური გეგმის შემუშავების პროცესში მონაწილეობა:

** კომპანიის ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და შეფასება საუკეთესო გამოცდილებაზე/ გავრცელებულ პრაქტიკაზე დაფუძნებული აუდიტის მეთოდოლოგიის შესაბამისად;
** კომპანიის ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული რისკების სამართავად დანერგილი კონტროლის სისტემ(ებ)ის შეფასება და გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
** კომპანიის ბიზნეს პროცესების შესაბამისობის დადგენა შიდა პროცედურებსა და ქვეყნის კანონმდებლობასთან.

კომპანიის ბიზნეს პროცეს(ებ)ის აუდიტის წარმართვა:

** შესამოწმებელ პროცესთან დაკავშირებული პირველადი კვლევის განხორციელება;
** შესამოწმებელ პროცესთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიკაცია/შეფასება;
** შესამოწმებელ პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმების იდენტიფიკაცია;

პროცესის შემოწმებისთვის საჭირო გეგმის/პროგრამის შემუშავება:

** პროცესში დანერგილი კონტროლის სისტემების ადეკვატურობის/ეფექტიანობის შესაფასებლად საჭირო კონტროლის ტესტების განსაზღვრა;
** შემოწმების მასშტაბის განსაზღვრა;
** შემოწმების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციის მოძიება / შესაბამის დეპარტამენტთან/სამსახურთან ინფორმაციის გამოთხოვის ფორმის გენერირება;
** შემოწმების განსახორციელებლად შერჩევის მეთოდის განსაზღვრა საუკეთესო გამოცდილებაზე/გავრცელებული პრაქტიკაზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდოლოგიის შესაბამისად;
** პროცესის შესამოწმებლად საჭირო რესურსების განსაზღვრა;
** შემოწმების პროცესის დროში გაწერა;
** პროცესის შემოწმების გეგმის/პროგრამის ან გეგმაში ცვლილების განხორცილების შეთანხმება დეპარტამენტის დირექტორთან.

შემოწმების პროცესის წარმართვა:

** კონტროლის მექანიზმების ტესტირება;
** შემოწმების პროცესში მოპოვებული მტკიცებულების/ტესტირების შედეგებიდან გამომდინარე პროცესში არსებული დარღვევა/ნაკლოვანების განსაზღვრა;
** აღმოჩენილი დარღვევა/ნაკლოვანების შედეგების განხილვა პროცესზე პასუხიმგებელ პირ(ებ)თან.
** შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის/ეფექტიანობის შესახებ აზრის გამოხატვა, რეკომენდაციების შემუშავება და დასკვნის/შემოწმების აქტის მომზადება;
** გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე პერიოდული კონტროლის განხორციელება, შესაბამისი დასკვნის მომზადება;
** შემოწმების პროექტის ფარგლებში მონაცემების შეგროვების და მათი სამუშაო ფორმებში თავმოყრის უზრუნველყოფა.
** საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლის მუშაობის მართვა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, აუდიტი/ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
** სავალდებულოა სულ მცირე 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება აუდიტორულ კომპანიაში (უპირატესობა მიენიჭება "Big4"-ში სამუშაო გამოცდილებას) აუდიტორის/უფროსი აუდიტორის პოზიციაზე
** ასევე მისაღები იქნება სულ მცირე 4 წლიანი გამოცდილება შიდა აუდიტის / შიდა კონტროლის მიმართულებით ფარმაცევტული ან ფინანსური პროფილის ორგანიზაციაში;
** სავალდებულოა MS Office-ის პროგრამების (Word; Excel, PowerPoint) საფუძვლიანი ცოდნა, სასურველია ვიზიოს, პროჯექტის და sql პროგრამების ცოდნა;
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

აუცილებელი ცოდნა/კომპეტენციები:

** შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** რისკების შეფასების, აუდიტის მასშტაბის დადგენის, ინფორმაციის მოგროვების, სამუშაო ფორმების შედგენის გავრცელებული პრაქტიკის ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები;
** საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ;
** საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი კომპეტენტური სამსახურების მიერ გაცემული კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც არეგულირებენ ფარმაცევტულ საქმიანობას;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
** საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
** კომპლექსური მონაცემების მოპოვება და ანალიზი;
** პროექტის დაგეგმვისა და მართვის უნარი.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ობიექტურობა;
** პატიოსნება;
** პრინციპულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა - ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** თვითგანვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა;
** კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის განაწილების/მართვის უნარი
** მოწესრიგებულობა და დეტალების მიმართ ყურადღების გამოჩენა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gepha.com და საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |