www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავტომობილების შესყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: კავკასუს აუტო იმპორტი
გამოქვეყნდა: 7 აგვისტო / განცხადების ვადა: 6 სექტემბერი

"კავკასუს აუტო იმპორტი" აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების შესყიდვების კონსულტანტის (მენეჯერი) თანამდებობაზე.

კომპანია დაარსებულია 2007 წელს და დაკომპლექტებულია პროფესიონალთა ჯგუფით, რომელიც დაუღალავად და ეფექტურად მუშაობს, რათა მოხდეს კლიენტთა ინდივიდუალური მოთხოვნების მაქსიმალური დაკმაყოფილება.

მოვალეობები:

** კლიენტების სურვილების და მოთხოვნების შესაბამისად ავტომობილების შერჩევა;
** ავტოიმპორტის საიტებზე მუშაობა (Mainheim, Copart, IAAI და ა.შ.); კერძოდ, ავტომობილის შესახებ ინფორმაციის გადმოტანა და განთავსება ამერიკული საიტიდან ქართულ საიტზე, კონკრეტულად myauto.ge-ზე;
** პოტენციური კლიენტების მოძიება და არსებულ კლიენტებთან პროდუქტიული და სანდო ურთიერთობის დამყარება;
** კლიენტებთან ხელშეკრულების გაფორმება, შემდგომი კომუნიკაცია; კერძოდ, პორტში ავტომობილის მიყვანის, ჩატვირთვის და ტრანსპორტირების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** ავტომობილების ფასების ცვალებადობის და ტრენდის ყოველთვიური ანალიზი;
** ავტო ინდუსტრიაში სიახლეებისთვის თვალყურის მიდევნება და გაცნობა ქართულ ბაზარზე;
** ავტომობილების ტრანსპორტირების ხარჯის გამოთვლა ყიდვის ლოკაციიდან საბოლოო პორტამდე.

მოთხოვნები:

** ძლიერი საკომუნიკაციო, ვერბალური და წერითი უნარ-ჩვევები;
** უნდა იცნობდეს ავტო ინდუსტრიას სამოყვარულო დონეზე (მინიმუმ);
** უნდა შეისწავლოს აუქციონების ბაზარი, შესყიდვის პროცედურები და აითვისოს ტერმინოლოგია;
** ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა.

სახელფასო სისტემა: ფიქსირებული 800 ლარი + გაყიდული მანქანიდან $50. შესაფერისი გამოცდილების ან მოტივაციის მქონე კანდიდატების შემთხვევაში განიხილება ინდივიდუალური მოლაპარაკება;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-19:00.

საკონტაქტო ელფოსტა: caucasusautoimport.ge@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |