www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დასუფთავების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯორჯიან ფიტნეს გრუპი
გამოქვეყნდა: 7 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

"ჯორჯიან ფიტნეს გრუპი", რომელიც საერთაშორისო ბრენდის World Class-ს პირველ ფიტნეს კლუბი გახსნა თბილისში, მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია დასუფთავების მენეჯერის პოზიციაზე.

World Class არის ფიტნესის საერთაშორისო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი ოპერატორი, რომელიც 1983 წლიდან ოპერირებს მსოფლიო ბაზარზე, ფლობს 85 ფიტნეს კლუბს და მუდმივად ფართოვდება დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და შუა აზიის რეგიონში.

ფუნქცია/ მოვალეობები:

** სანიტარული ნორმების განხორციელების კონტროლი;
** კონტროლის დამტკიცებული გეგმის მოთხოვნების შესრულება;
** კლუბის ტერიტორიის დასუფთავებისა და წესრიგის უზრუნველყოფა/ კონტროლი;
** დასუფთავების თანამშრომლების სწავლება და ზედამხედველობა;
** სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო ინვენტარისა და აღჭურვილობების განსაზღვრა და მომარაგების უწყვეტობის კონტროლი;
** თანამშრომლებისა და მომხმარებლების ჰიგიენურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
** პირსახოცების სამრეცხაოში გაგზავნა და მიღება დადგენილი წესის შესაბამისად;
** დასუფთავების თანამშრომელთა შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** დასუფთავების თანამშრომლების მიერ კლუბის ტერიტორიის დროულად დასუფთავების ზედამხედველობა;
** ანგარიშგების წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საშუალო დონზე ცოდნა (MS Office).

უნარები:

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მოწესრიგებული;
** დეტალებზე ორინტირებული;
** გუნდის მართვისა და გუნდში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ და კონკურენტულ ანაზღაურებას, დამატებით ბენეფიტებს.

თუ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება აღნიშნული ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე esturua@worldclass.ge არაუგვიანეს 2019 წლის 1 სექტემბრისა და წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ "ჯორჯიან ფიტნეს გრუპმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |