www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სათადარიგო ნაწილების გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: Borusan CAT
გამოქვეყნდა: 7 აგვისტო / განცხადების ვადა: 31 აგვისტო

"ბორუსან CAT" საქართველოს წარმომადგენლობა აცხადებს ვაკანსიას სათადარიგო ნაწილების გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთან ურთიერთობა და ღია კომუნიკაცია;
** გაყიდვების პროცესის მართვა, ფასების შეთავაზება და კონტრაქტის პირობების შეთანხმება;
** ანგარიშების მართვა: სრული პასუხისმგებლობა მომხმარებლისა და მათი მოთხოვნების შესრულებაზე;
** პროდუქციის ცოდნისა და გაყიდვების უნარ-ჩვევების მუდმივი განვითარება;
** მენეჯერის მიერ განსაზღვრული სხვა მოვალეობების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ტექნიკური განხრით);
** გამოცდილება გაყიდვების, შეკვეთების, საწყობის მიმართულებით;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგი უნარი;
** მომხმარებლებთან ურთიერთობის უნარები;
** პრეზენტაციის, მოლაპარაკების და ინტერპერსონალური კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
** დროის მართვის, დაგეგმვის და ორგანიზირების კარგი უნარ-ჩვევები;
** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა, ასევე სასურველია რუსული და თურქული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office, Outlook.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე ელფოსტაზე: vacancybmgcat@borusan.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიცია. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 31 აგვისტომდე

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |