www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის პროგრამული/1c აღმრიცხველი
მომწოდებელი: ბლექ სი გრუპი
გამოქვეყნდა: 7 აგვისტო / განცხადების ვადა: 30 აგვისტო

კომპანია "ბლექ სი გრუპი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის პროგრამული (1c) აღმრიცხველის პოზიციაზე.

კომპანია 2005 წელს დაარსდა და დღევანდელი მდგომარეობით ლიდერია საქართველოს ბაზარზე საგზაო-სამშენებლო მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები:

** გასული და შემოსული მასალების აღრიცხვის ზედამხედველობა და კონტროლი
** საქონლის მიღება, გაცემა, დასაწყობება კლასიფიკაციის მიხედვით.
** მიღებული საქონლის შედარება (ინვოისი/ზედნადები); შედარების სისწორის შემდეგ აწვდის ინფორმაციას აღმრიცხველს.
** საქონლის გაცემა-მოთხოვნა განაცხადის საფუძველზე;
** ინვენტარიზაციის ჩატარება;
** პასუხისმგებელია ნაშთებზე, ინვენტარზე, სასაწყობე მეურნეობის მოწესრიგებულ და გამართულ მუშაობაზე;
** მიღებულ საქონელზე კოდების/საინვენტარო ნომრების მინიჭება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება
** საწყობის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სამშენებლო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** 1c პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი
** გუნდური მუშაობის და დროის ეფექტურად მართვის უნარი
** ინფორმაციის მიღებისა და სწორად გადაცემის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება
** კვების თანხა
** კორპორატიული ულიმიტო სასაუბრო დრო
** მეგობრული გარემო.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: c.vacancy@yahoo.com 2019 წლის 30 აგვისტომდე. გთხოვთ სათაურის ველში "subject" მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის პროგრამული (1c) აღმრიცხველი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |