www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: პეპელა
გამოქვეყნდა: 7 აგვისტო / განცხადების ვადა: 27 აგვისტო

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვა, რაც გულისხმობს კომპანიის ოპერაციების ზუსტი, დროული და საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისი აღრიცხვის წარმოების კონტროლს;
** ზემოაღნიშნული მიზნით კომპანიის სხვადასხვა სამსახურებიდან აუცილებელი პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების და ინფორმაციის სრულად და დროულად მოწოდების კონტროლი;
** კომპანიის დებიტორებთან, კრედიტორებთან, საფინანსო დაწესებულებებთან, აუდიტორებთან, საგადასახადო ორგანოებთან და სხვ. ურთიერთობების და შესაბამისი ქმედებების განხორციელების კონტროლი;
** საგადასახადო და სხვა ვალდებულებების სრულად და დროულად შესრულების კონტროლი კომპანიის მენეჯმენტის მხარდაჭერით;
** დადგენილ ვადებში საბუღალტრო ანგარიშების შედგენა, საგადასახადო დეკლარაციების წარმოება და წარდგენა შესაბამის მარეგულირებელ ორგანოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების მიმართულებით);
** მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია 1C (ERP) პროგრამის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების და საგადასახადო კოდექსის სრულყოფილად ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალური და ოპერატიული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მჭიდრო ვადებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის ქ. 49.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მისამართზე: hr@pepela.ge - კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 27 აგვისტო.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |