www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: Hotels & Preference Hualing Tbilisi
გამოქვეყნდა: 8 აგვისტო / განცხადების ვადა: 7 სექტემბერი

"ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი" (Hotels & Preference Hualing Tbilisi), თბილისის ზღვასთან მდებარე, ბიზნეს კატეგორიის 5* ვარსკვლავიანი სასტუმრო, საერთაშორისო სასტუმროთა ქსელის, "ჰოთელს & პრეფერენსის" პირველი, ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში.

"ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი" სტუმრებს სთავაზობს თანამედროვე, ევროპული სტილის 246 ნომერს, ბარ-რესტორნებს ევროპული, აზიური და ქართული ტრადიციული სამზარეულოთი, რეკრეაციულ ცენტრს შიდა საცურაო აუზითა და სპორტული დარბაზებით, სრულად აღჭურვილ საკონფერენციო სივრცეს 800 მ2 საბანკეტო დარბაზითა და 6 დამატებითი შეხვედრების ოთახით.

Hotels & Preference Hualing Tbilisi აცხადებს ვაკანსიას საინჟინრო დეპარტამენტში:

გათბობა, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების ტექნიკოსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უზრუნველყოს სასტუმროში არსებულ გათბობა/ვენტილაციის/ კონდიცირების და სამაცივრე სისტემების გამართული მუშაობა;
** დანადგარების პროფილაქტიკური და საინსტალაციო სამუშაოების შესრულება. დაზიანების შემთხვევაში პრობლემის იდენტიფიცირება/დიაგნოსტიკა და შესაბამისი დროული რეაგირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური განხრით ან პროფესიული განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.
** სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შრომისმოყვარეობა;

საქვაბის ოპერატორი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საქვაბის და მისი აქსესუარების ეფექტური და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, ყოველდღიური შემოწმება/კონტროლი.
** საქვაბის ყველა დანადგარის ტემპერატურისა და წნევის შესახებ შესაბამისი ჩანაწერის წარმოება.
** ხარვეზის შემთხვევაში პრობლემის იდენტიფიცირება/დიაგნოსტიკა და შესაბამისი დროული რეაგირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
** სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.
** სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კონცენტრაციის უნარი;
** შრომისმოყვარეობა;

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი 3, მე-4 მ/რ, თბილისის ზღვის ახალი უბანი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას;

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@hotelspreference.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |