www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 8 აგვისტო / განცხადების ვადა: 7 სექტემბერი

"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "ლუსონი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ:

პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს; ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა, რომ არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის ანალიზი - საბაზრო ტენდენციების მონიტორინგი
** მოთხოვნადი და დეფიციტური პროდუქციის იდენტიფიცირება და შესყიდვების დეპარტამენტისთვის მოთხოვნა
** გაყიდვების ანალიზი და მონიტორინგი
** მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება
** პროდუქციის ფასების/ღირებულების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება კატეგორიის მენეჯერთან ერთად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით
** ინგლისური ენის ცოდნა
** Excel-ის ცოდნა
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 21 აგვისტოს ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: hrproject2@gorgia.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |