www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი, კონსულტანტ-კოლორისტი
მომწოდებელი: პრაქტიკა
გამოქვეყნდა: 8 აგვისტო / განცხადების ვადა: 30 აგვისტო

სს "პრაქტიკა" არის ევროპული სარემონტო მასალების წარმომადგენელი, ჩვენი მიზანი მომხმარებელს შევთავაზოთ მხოლოდ ევროპული, მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია.

ჩვენ გთავაზობთ: კონკურენტულ სამუშაო პირობებს, პროფესიონალურ ტრენინგებს, საინტერესო ბრენდებს. კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

ჩვენი მიმართულებაა: საღებავები (ბერძნული), სამღებრო ინსტრუმენტები (გერმანული), სილიკონები და ქაფები (ბერძნული), პროფესიონალური ჰიდროსაიზოლაციო მასალები (ბერძნული).

კომპანია "სს პრაქტიკა" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. სავაჭრო წარმომადგენელი

** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება
** სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის გაფორმება
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი და კონტროლი
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი
** პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** მართვის მოწმობა

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დისციპლინირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი

2. კონსულტანტ-კოლორისტი

ძირითადი მოვალეობები:

** საღებავის ფერის დამზადება უმაღლესი ტექნოლოგიის დახმარებით
** კონსულტაციის გაწევა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

კომპანია უზრუნველყოფს კადრის გადამზადებას.

აუცილებელია ქონებრივი უზრუნველყოფა (მუშაობის პერიოდში ჩადებული ქონება, გარანტიის სახით) და საკუთარი ავტომობილის ქონა.

გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV 30 აგვისტოს ჩათვლით, მისამართზე: info@practice.ge

გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |