www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შეფ-მზარეული
მომწოდებელი: სასტუმრო სავანეთი
გამოქვეყნდა: 8 აგვისტო / განცხადების ვადა: 7 სექტემბერი

სასტუმრო "სავანეთი" აცხადებს ვაკანსიას შეფ-მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: სოფ. იყალთო, თელავი
სამუშაო განაკვეთი: სრული
გამოსაცდელი ვადა: 1 - 3 თვემდე კვალიფიკაციიდან გამომდინარე (ანაზღაურებადი)

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან/და შესაბამისი სერტიფიკატი;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასტუმროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ევროპული და ქართული სამზარეულოს საფუძვლიანი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
** სამზარეულოს თანამედროვე სტანდარტების ცოდნა;
** ჰიგიენის და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დასახული ამოცანების ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი.
** ლოგიკური აზროვნება

ძირითადი მოვალეობები:

** სტანდარტული, სეზონური ან სპეციალური მენიუს შედგენა;
** კერძების კალკულაციებისა და ტექნიკური ბარათის შედგენა;
** შეკვეთების მომზადება და გაწყობა მენიუს სპეციფიკის მიხედვით;
** რეცეპტურისა და კალკულაციის დაცვა კერძის მომზადების დროს;
** შესაბამისი მარაგების უზრუნველყოფა (პროდუქციის მიღება, აღრიცხვა და დახარისხება შესაბამის ადგილას) და მონიტორინგი;
** მზადების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
** დავალებების სწორად განაწილება და კოორდინაცია;
** სამზარეულოს დანადგარებისა და აღჭურვილობის მონიტორინგი;
** უსაფრთხოების, ჰიგიენისა და სანიტარული სტანდარტების დაცვა;
** სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** შეფ-მზარეული ვალდებულია უზრუნველყოს/აკონტროლოს სამზარეულოსა და დარბაზში ჰიგიენის მაღალი დონე; აწარმოოს ეფექტური და პროდუქტიული ურთიერთობა სამზარეულოს თანამშრომლებს შორის; განახორციელოს თანამშრომლების მოტივირება;

ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიული ნომერი ულიმიტო სასაუბრო დროით, კვებითა და საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფა.
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებიდან გამომდინარე.

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად, ელ. ფოსტის მისამართზე: hr@savaneti.com და სათაურში მიუთითეთ იმ ვაკანტური პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ კვალიფიციურ კანდიდატებთან, სატელეფონო ზარები არ მიიღება.

სასტუმრო "სავანეთი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |