www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ANDE
გამოქვეყნდა: 8 აგვისტო / განცხადების ვადა: 7 სექტემბერი

სამშენებლო დეველოპერული კომპანია "ANDE" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, ქ. ბათუმში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** სქესი: მდედრობითი
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** გაყიდვების პროცესში აქტიურად მონაწილეობისა და კლიენტებთან კომუნიკაციის უნარი;
** გაყიდვების პროცესის ანალიზის უნარი;
** გაყიდვების პროცესების ეფექტურობისთვის გადაწყვეტის გზების შეთავაზების უნარი;
** საოფისე პროგრამების MS Office-ის კარგად ცოდნა;
** სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენების ცოდნა

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
** დაკვირვებული და სხარტად მოაზროვნე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მუდმივი მუშაობა გაყიდვების გუნდთან, პროცესებისა და გუნდის ეფექტურობის გაზრდა;
** კლიენტებთან ურთიერთობა, გაყიდვის პროცესის მართვა;
** რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ორიენტირებულობა.

პირობები:

** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო დღეების რაოდენობა: ექვსი
** სამუშაო საათები: 10:00-19:00.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: sales@ande.ge
სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი"
კომპანია "ANDE" გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |