www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შრომის დაცვის და ტექნიკური უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: HSE Group
გამოქვეყნდა: 8 აგვისტო / განცხადების ვადა: 31 აგვისტო

"HSE Group" საქართველოს ბაზარზე კომპანიებს თავაზობს შრომის დაცვის და ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით საკონსულტაციო და აუთსორს მომსახურებას. კომპანია თანამშრომლობს ცნობილ ქართულ და საერთაშორისო კომპანიებთან.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას შრომის დაცვის და ტექნიკური უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე. ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** AutoCAD-ის ცოდნა (სასურველია)
** შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანდონმდებლობისა ცოდნა;

მოვალეობები:

** რისკების შეფასება და მაკორექტირებელი ღონისძიებების განსაზღრა;
** თემატური ინსტრუქტაჟების ჩატარება;
** არსებულ სიტუაციაზე რეპორტის მომზადება;
** დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების გატარება;
** საჭიროების შემთხვევაში ინციდენტის კვლევა და ანგარიშის მომზადება;

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალური;
** შრომის მოყვარე;
** კეთილსინდისიერი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად & სწორად განაწილების უნარი;
** განვითარებასა და ზრდაზე ორიენტირებული;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00 საათამდე;
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ მისამართზე: info@hsegroup.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "შრომის დაცვის და ტექნიკური უსაფრთხოების სპეციალისტი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |