www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქსელის მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: ელვა მარკეტი
გამოქვეყნდა: 8 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

ჯიხურების ქსელი "ელვა მარკეტი" აცხადებს ვაკანსიას ქსელის მართვის მენეჯერის პოზიციაზე რუსთავში.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** ობიექტების საფუძვლიანი შემოვლა/დათვალიერება დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით;
** გამყიდველის მომსახურების ხარისხის კონტროლი და შესაბამისი მითითებების გაცემა;
** სასაქონლო ნაშთების დეფიციტების ან ზედმეტი მარაგების კონტროლი;
** პროდუქციის ვარგისიანობის შემოწმება, კონტროლი;
** შიდა გადაზიდვების უზრუნველყოფა;
** ჯიხურში ტექნიკური პრობლემების /ხარვეზების აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
** გამყიდველების მიერ შესრულებული ვალდებულებების შეფასება შემუშავებული ფორმის მიხედვით და წარდგენა ხელმძღვანელისთვის;
** ჯიხურებისთვის საჭირო ინვენტარის შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა ბუღალტერიაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საკუთარი მანქანის ყოლა;
** ასაკი: შეზღუდული არ არის;
** სქესი: მამრობითი.

პიროვნული თვისებები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ინფორმაციის დეტალურად მიწოდების უნარი;
** გაწონასწორებული;
** შედეგზე ორიენტირებული.
** დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო გრაფიკი: მორგებული

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: vacancy@elvamarket.ge 2019 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |