www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წყალკანალიზაციის და გათბობა-გაგრილების სპეციალისტი
მომწოდებელი: Domson`s Engineering
გამოქვეყნდა: 8 აგვისტო / განცხადების ვადა: 7 სექტემბერი

"Domson`s Engineering"-ი უზრუნველყოფს ელექტრო-მექანიკური საინჟინრო სისტემების პროექტირებას, საინსტალაციო სამუშაოებს და შემდგომ მომსახურებას. კომპანია აქტიურად ანხორცილებდა ინვესტიციებს კვალიფიციურ სპეციალისტებში, იმისათვის რომ დაეგროვებინა საჭირო ცოდნა და გამოცდილება საინჟინრო სფეროში, რის შედეგადაც კომპანიამ ლიდერის პოზიცია დაიკავა საქართველოში. დღესდღეობით, "Domson`s Engineering"-ის ტალანტით დაჯილდოვებული მრავალი თანამშრომელი მუშაობს იმისათვის, რომ უზრუნველყონ უმაღლესი ხარისხის სისტემების ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონის უმნიშვნელოვანესი პროექტებისათვის.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას წყალკანალიზაციის და გათბობა-გაგრილების მილგაყვანილობის სპეციალისტის პოზიციაზე

სავალდებულო მოთხოვნები:

** ამ აფეროში მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 4 წელი
** ასაკი: 20-45 წლამდე

პირადი თვისებები:

** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებისადმი დაკვირვებული;
** ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული.
** დისციპლინირებული
** ფიზიკურად მუშაობის უნარი.

კვალიფიკაცია:

** სასურველია სამშენებლო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** განათლება: საშუალო;

სამუშაო გრაფიკი:

** სამუშაო საათებია: 09:00-18:00 სთ
** სამუშაო დღეები: კვირაში 6 დღე, 1 დღე დასვენება

თუ თქვენ გაქვთ გამოცდილება ზემოთჩამოთვლილი მიმართულებებიდან რომელიმე განხრით, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე თანდართულ ფოტოსურათთან ერთად ელფოსტაზე hr@domsons.com, სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 7 სექტემბერი, 2019 წელი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: მხოლოდ მეორე ეტაპისთვის შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |