www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შიდა გამოცდები - MBA
მომწოდებელი: საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 8 აგვისტო / განცხადების ვადა: 7 სექტემბერი

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსებში (MBA).

შიდა გამოცდებზე რეგისტრაცია: http://ls.bog.edu.ge/entrant/

რეგისტრაცია გაგრძელდება 2019 წლის 1 სექტემბრის 18:00 საათამდე.

შიდა გამოცდის თარიღები:

** ტესტირება უცხო ენაში (ინგლისურ ენა) და გამოცდა სპეციალობაში ჩატარდება 2/ 3 სექტემბერს;
** ინტერვიუირება - 5/6 სექტემბერი

თუ მაგისტრანტობის კანდიდატი 2019 წლის 1 სექტემბრამდე წარმოადგენს ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატებიდან ერთ-ერთს, თავისუფლდება ინგლისური ენის ტესტირებიდან:

** TOEFL (არანაკლებ 72 ქულა);
** IELTS (არანაკლებ 5.5);
** FCE (B2 დონე);

ინტერვიუირების კრიტერიუმები:

** მოტივაცია და არჩევანის დასაბუთების უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** თვითშეფასება და საკუთარი თავის წარმოჩენის უნარი;
** მენეჯერული უნარები.

რატომ საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი?

** კარიერული წინსვლა და უკეთესი პირობებით დასაქმება
** უნივერსიტეტში მიღებული უნიკალური პრაქტიკული გამოცდილება და თანამედროვე თეორიული ცოდნა იქნება ბიზნესის ინდუსტრიაში თქვენი დასაქმების გარანტი;
** მომზადებული იქნებით რეალური ბიზნეს გარემოსთვის, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს კონკურენტულობას ბაზარზე
** პრაქტიკისა და თეორიის საუკეთესო ბალანსი
** გასწავლიან საუკეთესო ლექტორები, ხოლო მენტორობას გაგიწევენ პრაქტიკოსი პროფესიონალები;
** რეალური კონტაქტების დამყარება წარმატებულ ადამიანებთან
** თქვენთან ერთად ისწავლიან საუკეთესო სტუდენტები
** უშუალო შეხება გექნებათ წამყვანი ქართული კომპანიების ტოპ მენეჯერებთან

დამატებითი ინფორმაცია:

სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი
სწავლის ღირებულება: 7500 ლარი წელიწადში

ფინანსური მხარდაჭერა:

ყველა სტუდენტს აქვს შანსი სწავლის განმავლობაში მიიღოს 100% დაფინანსება ან მოიპოვოს უფლება გადასახადი გადაიხადოს მას მერე, რაც დაასრულებს სწავლას:

** 10 საუკეთესო სტუდენტი დაფინანსდება სრულად;
** შემდეგი საუკეთესო 20 სტუდენტი სწავლის საფასურის დაფარვას დაიწყებს სწავლის დასრულებიდან 1 წელიწადში და გადასახადი გადანაწილდება 4 წელზე;

საკონტაქტო პირი: მეგი ყორანაშვილი
ტელ.: +32 2 444864 (8083)
ელ.ფოსტა: mkoranashvili@bog.edu.ge | info@bog.edu.ge
ვებ გვედი: http://www.bog.edu.ge | http://www.mba.edu.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |