www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საოპერაციო მიმართულების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 8 აგვისტო / განცხადების ვადა: 7 სექტემბერი

კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია "ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

სამუშაო გრაფიკი: 5 დღე, 09:30-დან 18:30 საათამდე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ორგანიზაციის მართვის და განვითარების პროცესში მონაწილეობა.
** შესყიდვების პროცესის მართვა.
** სასაწყობე მეურნეობის გამართული ფუნქციონირების მართვა.
** ლოჯისტიკის პროცესების მართვა.
** ავტოპარკის მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
** დაკვეთების პროცესის კოორდინირება.
** განათლება/გამოცდილება
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია გამოცილება მსგავს პოზიციაზე;

კომპეტენციები:

** ხედვა/სტრატეგიული აზროვნება;
** მართვა;
** პოლიტიკა, პროცესები და პროცედურები;
** შედეგზე ორიენტირება;
** ურთიერთობების მართვა.

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საოპერაციო მიმართულების ხელმძღვანელი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |