www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 8 აგვისტო / განცხადების ვადა: 28 აგვისტო

სს "ნიკორა ტრეიდი"- ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას", "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 250-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 210 თბილისში, ხოლო 40 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 4500-ს შეადგენს.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე წყნეთში.

სამუშაო ადგილი: წყნეთი
სამუშაო გრაფიკი: სამ დღეში ერთხელ 24 სთ
ანაზღაურება: 600 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტში უსაფრთხოების ნორმების დაცვა
** სავაჭრო ობიექტში წესრიგისა და ქცევის ნორმების დაცვა
** ექსტრემალურ სიტუაციაში სწრაფი და სწორი რეაგირება

პიროვნული თვისებები:

** გამართული კომუნიკაციის უნარი
** კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2019 წლის 28 აგვისტომდე შემდეგ მისამართზე: anketa@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "უსაფრთხოების თანამშრომელი".

შემოდი ჩვენს Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/nikoracareer/ და მოგვწერე პირად შეტყობინებაში.

ნიკორას გუნდი გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |