www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: სქაიტელი
გამოქვეყნდა: 8 აგვისტო / განცხადების ვადა: 7 სექტემბერი

შპს "სქაიტელი" საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მზარდი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს თითოეულ მომხმარებლამდე მაღალ ხარისხიანი ინტერნეტ მომსახურების მიწოდებას, რისთვისაც კომპანია იყენებს მსოფლიოში სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

"სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** საოფისე კომპიუტერების შეუფერხებელი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთათვის კომპიუტერულ ტექნიკასთან და პროგრამებთან დაკავშირებულ საკითხებზე დახმარება;
** შიდა ქსელის ტექნიკურად და პროგრამულად გამართვა;
** ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა;
** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხვ.) ინსტალაცია;
** კომპიუტერული ტექნიკის დაზიანების და ქსელში წარმოქმნილი პრობლემების ლოკალიზაცია და აღმოფხვრა;
** ორგანიზაციის თანამშრომლების ტექნიკური მხარდაჭერა;
** ოპერაციული სისტემებისა და სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია პერსონალურ კომპიუტერებზე;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** აუცილებელია მინ. 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე;
** კომპიუტერული სისტემების აგებულების, მუშაობის, კონფიგურაციისა და დიაგნოსტიკის პრინციპების ცოდნა;
** Windows სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (ინსტალაცია, გამართვა, დიაგნოსტიკა);
** სამომხმარებლო პროგრამულ უზრუნველყოფასთან (ინტერნეტ ბროუზერები, ანტივირუსები, სხვადასხვა უტილიტები) მუშაობა;

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** დაგეგმვისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი.

პირობები:

** სამუშაო საათები: ორშაბათი -პარასკევი - 10:00 - 18:00 სთ;
** სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, გურამიშვილის გამზირი;
** ანაზღაურება: 600-800 ლარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგი ელექტრონულ მისამართზე - hr@skytel.ge 7 სექტემბრამდე, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შეთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატება!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |