www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრაციის სტაჟიორი PR-ის მიმართულებით
მომწოდებელი: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
გამოქვეყნდა: 8 აგვისტო / განცხადების ვადა: 30 აგვისტო

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციის სტაჟიორის პოზიციაზე, PR - ის მიმართულებით.

მოთხოვნები:

** ჟურნალისტიკის, PR-ის, ან მარკეტინგის ფაკულტეტის მესამე ან მეოთხე კურსის სტუდენტი, ან უმაღლესი განათლების მქონე პირი;
** საოფისე ტექნიკისა და კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
** სამოყვარულო გრაფიკული პროგრამების ცოდნა (Photo and Video Editing).

აუცილებელი პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი შრომის დისციპლინა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ინიციატივისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** რუტინული სამუშაოს შესრულების უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** ფოტო და ვიდეო კონტენტის შექმნა-რედაქტირება და ასოციაციის საკომუნიკაციო არხებით გავრცელება.
** ასოციაციის სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებაში ჩართვა საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით.

წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათალი:

** რეზიუმე ქართულ ენაზე (ფოტოსურათი არ გვჭირდება ** სტუდენტობის, ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი საბუთის/დიპლომის ასლი ან ცნობა უნივერსიტეტიდან;
** სამოტივაციო წერილი - მოგვწერეთ ისე, როგორც მეგობრებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 30 აგვისტო.

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

** განცხადებების გადარჩევა რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე
** გასაუბრება

დავუკავშირდებით მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ საბუთების ჩამონათვალი (დაზიპული ფაილის სახით და სახელის და გვარის მითითებით) ელ-მისამართზე: hr@gba.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის PR სტაჟიორი".

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანტური პოზიციისთვის. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მადლობას გიხდით კონკურსით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |