www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ბექ ოფის სერვისი
გამოქვეყნდა: 8 აგვისტო / განცხადების ვადა: 30 აგვისტო

8 წელზე მეტია, რაც ჩვენი კომპანია "ბექ ოფის სერვისი" თანამშრომლობს გერმანულ კომპანიასთან. მას პარტნიორობას ვუწევთ შეკვეთების კონსტრუქციული ნაწილის დამუშავებაში, დაახ. 35-კაციანი გუნდით.

ჩვენი სამუშაო გუნდის გასაზრდელად თბილისში ვეძებთ მოტივირებულ ინჟინერს

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება შესაბამისი გამოცდილებით, სასურველია სამშენებლო ინჟინერიის განხრით;
** ხისა და ალუმინის მასალებთან ურთიერთობის პრაქტიკული გამოცდილება;
** CAD-პროგრამების ცოდნა და მათთან მუშაობის გამოცდილება მიიჩნევა უპირატესობად;
** საიმედოდ, სტაბილურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** კარგი უნარები გერმანულ ან ინგლისურ ენაში;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** გუნდური მუშაობისა და ინიციატივების წამოყენების უნარი;
** გრძელვადიანი თანამშრომლობის ინტერესი.

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთის ტექნიკურად დამუშავება;
** ტექნიკური ნახაზებისა და მასალათა ჩამონათვალის მომზადება.

ჩვენ გთავაზობთ:

** საიმედო და გრძელვადიანი სამუშაო ადგილი;
** უშუალო ურთიერთობა მენეჯმენტთან, გადაწყვეტილების მიღების მოქნილი პროცესი;
** მეგობრული სამუშაო გარემო;
** ინდივიდუალური განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** შეთანხმებაზე დაფუძნებული ადეკვატური ანაზღაურება.

დაინტერესდით?

თუ გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, მაშინ მოხარული ვიქნებით, თუ მივიღებთ თქვენს სრულყოფილ რეზიუმეს გერმანულ ენაზე 2019 წლის 30 აგვისტომდე მოცემულ E-mail-ზე: MMiller@weinor.de



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |