www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 8 აგვისტო / განცხადების ვადა: 8 სექტემბერი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.

სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის არმქონე ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული და ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის ოთხ ქალაქში 12 ფილიალის სახით.

კომპანია "ემ ბი სი" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად აღიარებს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

ძირითადი მოვალეობები:

** მისოს მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა და განხორციელება;
** მისოს საკომუნიკაციო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და კოორდინირება;
** მიზნობრივი ბაზრის ყოვლისმომცველი და რეგულარული ანალიზი;
** შიდა ორგანიზაციული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** სარეკლამო და საინფორმაციო ტექსტების/მასალების შემუშავება და გავრცელება;
** მარკეტინგის ბიუჯეტის შედგენა და სისტემატური კონტროლი;
** კორპორატიული ბრენდის მართვა;
** მისოს ვებ-გვერდისა და ყველა იმ საშუალების მართვა, რომელიც კლიენტებისა და ფართო საზოგადოებისთვისაა განკუთვნილი;
** პრესასთან და მასმედიასთან ურთიერთობა;
** სარეკლამო და სხვა ტიპის აქტივობების ანალიზი, შედეგების კვლევა;
** კონკურენტი კომპანიების მარკეტინგული საქმიანობის მონიტორინგი;
** ახალი პროდუქტების შექმნის ინიცირება;
** გარე და შიდა ანგარიშების მომზადება დადგენილი წესის მიხედვით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის/ეკონომიკის/ბიზნესის ან/და მსგავს დარგში
** მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში;
** მცირე ბიზნესისა და მიკროსაკრედიტო ბაზრის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 8 სექტემბრის 17:00 საათი. კანდიდატებს დავუკავშირდებით დედლაინის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს https://bit.ly/2Kf8oKJ და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |