www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: sushi24.ge
გამოქვეყნდა: 8 აგვისტო / განცხადების ვადა: 8 სექტემბერი

იაპონური და აზიური სამზარეულოს მიწოდების სერვისი "sushi24.ge" და რესტორანი "Fish and Wine" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე, 2 ვაკანსია.

დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, ღამის ცვლებში სახლში მიყვანის სერვისს კომპანიის ხარჯზე და მიმზიდველ ხელფასს: 40 ლარი (NET) დღიური ანაზღაურება.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ფალიაშვილის #60
სამუშაო საათები: 12 საათიანი გრაფიკი (14.00-02.00), 2X2, თვეში 15 დღე მუშაობა.

ბარმენის მოვალეობები:

** ჩაატაროს ბარის გახსნის და დახურვის პროცედურა არსებული ფორმის მიხედვით
** იზრუნოს ბარის ზედაპირების, კარადების, მაცივრების, დანადგარების, ინვენტარის და ჭურჭლის სისუფთავეზე
** აკონტროლოს ბარის კარადებსა და მაცივრებში პროდუქციის ოპტიმალური განლაგება
** დროულად აიღოს და თანმიმდევრულად შეასრულოს შეკვეთები
** დაამზადოს შეკვეთა სრული სიზუსტით
** ბარის დახლთან მოსულ სტუმარს მოემსახუროს ყველა ზემოაღნიშნული სტანდარტის მიხედვით.
** დაამყაროს სტუმრებთან მეგობრული კომუნიკაცია
** დეტალურად იცოდეს ყველა კოქტეილის შემადგენლობა, მომზადების წესი და დრო
** აქტიურად მოახდინოს სასმელების შეთავაზება და გაყიდვა
** გასაგებად და სწორად მოახდინოს კომუნიკაცია მიმტანთან
** აკონტროლოს სტუმრების მიერ ჩეკის გადახდის პროცედურა
** საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროს მიმტანს მისი მოვალეობების შესრულებაში
** დაიცვას ჰიგიენის სტანდარტები: გამოიყურებოდეს სუფთად, ატარებდეს მოწესრიგებულ უნიფორმას

მოთხოვნები:

** სასურველია რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა სასაუბრო დონეზე
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** პუნქტუალურობა
** კომუნიკაბელურობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ რეზიუმე CV გამოაგზავნოთ ელ. მისამართზე hr@sushi24.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ბარმენი" ან დარეკეთ მობილურზე: +995 577 369 386 იკითხეთ ნინო.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |