www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომერციული მენეჯერის ასისტენტი, ტექნიკოსი
მომწოდებელი: ჭი-ტა
გამოქვეყნდა: 8 აგვისტო / განცხადების ვადა: 8 სექტემბერი

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" აცხადებს ვაკანსიებს:

1. კომერციული მენეჯერის ასისტენტი

თანამდებობრივი მოვალეობები:

** კომერციული მენეჯერის მიერ მიცემული დავალებების შესრულება
** თათბირების, შეხვედრებისა და სატელეფონო საუბრების ორგანიზება;
** ოფიციალური საპასუხო წერილების მომზადება;
** საბუთების აუდიტი/კონტროლი.
** კომერციული მენეჯერის მიერ დასმულ საკითხებზე სხვადასხვა კვლევისა და დეტალური ინფორმაციის მოძიება;
** კომერციული მენეჯერის მიერ მოთხოვნილი მასალებისა და საბუთების დროული მოძიება და მომზადება;
** ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში ინფორმაციის მიღება და ადრესატისათვის ამ ინფორმაციის დროული და შეუფერხებელი გადაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური უნარ ჩვევებით).
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ექსელის სრულყოფილად ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** მიზანდასახულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზების უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ანგარიშგების მომზადების, საქმიანი კორესპონდენციის წერის უნარი

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სამუშაო დღეები: 5 დღე.
სამუშაო საათები: 09:30-დან 18:30 სთ-მდე.

2. ტექნიკოსი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული ტექნიკური სისტემების/დანადგარების ყოველდღიური შემოწმება და კონტროლი;
** ტექნიკურ ელ. სისტემებში არსებული და /ან მოსალოდნელი რისკების იდენტიფიცირება და შეფერხებების დროულად გამოვლენა;
** ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება და პრობლემის დროული აღმოფხვრა;
** ხელმძღვანელის მიერ ყოველდღიური დავალებებისა და მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პრიორიტეტულია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშობის უნარი;
** ექსტრემალურ სიტუაციებში პრობლემის დროულად მოგვარების უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr@chita.ge ვაკანტური პოზიციის დასახელების მითითებით.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |