www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: sushi24.ge
გამოქვეყნდა: 8 აგვისტო / განცხადების ვადა: 8 სექტემბერი

საინვესტიციო ჯგუფი "VVCAPITAL" -ის კომპანია "SUSHI24" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა და კრეატიულ თანამშრომელთა გუნდს, მიმზიდველ ხელფასს კვალიფიკაციის გათვალისწინებით.

სამუშაო ადგილია: ქ. თბილისი, ბაგები, წყნეთის გზატკეცილი № 56 ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 5 სამუშაო დღე, 10-დან 19 საათამდე, შაბათი -კვირა დასვენების დღეებია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გამართული მეტყველება და კომუნიკაციის უნარი;
** უცხო ენების - ინგლისურისა და რუსულის თავისუფლად ფლობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა MS Office
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** ოპერატიული რეაგირება, თავაზიანობა, პუნქტუალურობა, ენერგიულობა; ორგანიზებულობა.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების ბაზის შექმნა, კატეგორიზაცია და არსებული ინფორმაციის მუდმივი განახლება;
** მოლაპარაკებების წარმოება, შეთავაზების გაკეთება (შეხვედრა);
** პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნება;
** გაყიდვების ზრდა;
** რეპორტინგი, ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე უშუალო ხელმძღვანელთან;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები და ამოცანები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV (ინგლისურ ან რუსულ ენაზე, ასევე მიუთითეთ თქვენთვის სასურველი ხელფასი) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@sushi24.ge ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |