www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: E კატეგორიის მძღოლი
მომწოდებელი: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
გამოქვეყნდა: 8 აგვისტო / განცხადების ვადა: 8 სექტემბერი

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების დროებითი (6 თვემდე) ლეგალური დასაქმება. IOM ეხმარება შერჩეულ კანდიდატს დამსაქმებელთან დაკავშირებაში და სამუშაო ვიზის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, მაგრამ სამუშაო ვიზის აღებასთან და მგზავრობასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს თვითონ სამუშაოს მაძიებელი. განცხადებაში ასახულია დამსაქმებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. დასაქმების დამატებითი დეტალები ზუსტდება დამსაქმებელთან გასაუბრებით.

ვაკანსია: მძიმე სატვირთო მანქანის (E კატეგორიის) მძღოლი ინგლისური და რუსული ენების ცოდნით
სამუშაო ადგილი: ქ. ზალაეგერსეგი, უნგრეთი

შესასრულებელი სამუშაო: ტვირთის ტრანსპორტირება უნგრეთის და ევროპის მასშტაბით.

ძირითადი მოვალეობები:

** სატვირთო მანქანის მართვა
** ტვირთის ტრანსპორტირება
** ჩაბარებული ტექნიკისა და ტვირთის მოვლა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** E კატეგორიის მართვის მოწმობა და საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში (სასურველია ევროკავშირის ქვეყნებში) მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.
** ასაკი: არ არის შეზღუდული
** სქესი: მამრობითი
** უცხო ენა: აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა (საუბარი, წერა და კითხვა).
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები: სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა.

პირობები:

** დასაქმების ხანგრძლივობა: 2 წელი
** გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე
** შრომის ანაზღაურება:

- დარიცხული 75-90 EUR /დღეში
- ხელზე ასაღები 50-60 EUR / დღეში.

შენიშვნა: ანაზღაურების რაოდენობა დამოკიდებულია მძღოლის მიერ შესრულებულ სამუშაოზე. ხელფასის გადახდა ხდება თვეში ერთხელ.

საცხოვრისით უზრუნველყოფა: საცხოვრისს უზრუნველყოფს დამსაქმებელი (საერთო საცხოვრებელი/ჰოსტელი, ოთახში განთავსდება 3-4 ადამიანი)
** კომუნალურ გადასახადს იხდის მომუშავე.
** კორპორატიული სამედიცინო დაზღვევა: სამედიცინო დაზღვევას უზრუნველყოფს დამსაქმებელი.

მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოთი ქართულ და ინგლისურ ენაზე შემდეგ ელ. ფოსტაზე: tantadze@iom.int

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ სამუშაო დღეებში, 9-დან 17 საათამდე შემდეგ ტელეფონებზე: (+995 32) 2 600 955; მობ.: 577 43 46 44



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |