www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Java დეველოპერი
მომწოდებელი: გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია
გამოქვეყნდა: 8 აგვისტო / განცხადების ვადა: 25 აგვისტო

სს "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" აცხადებს ვაკანსიას Java დეველოპერის თანამდებობაზე.

სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი

სამუშაოს ძირითადი ამოცანები და პასუხისმგებლობები:

** ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა;
** არსებული პროგრამული უზრუნველყოფის შენარჩუნება და განვითარება;
** ბიზნეს მოთხოვნების ანალიზი;
** დადგენილი სტანდარტების და მითითებების დაცვა;

განათლება და გამოცდილება:

** Java/Java EE-სთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** SVN-თან და Maven-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** Angular JS-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და/ან რუსული ენების ფლობა;

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობა, კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა და ორგანიზებულობა;

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ CV გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ufc.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 25 აგვისტო.

შენიშვნა: წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |